ფეხბურთი

21:54 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" თურქული შეკრება მარცხით დაასრულა

თბილისის „ლოკომოტივმა“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური თამაში ლატვიური „ტუკუმის“ წინააღმდეგ ჩაატარა და მარცხი განიცადა.

მატჩი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც შეხედრის მიწურულს ლატვიელებმა გაიტანეს და 1:0 იმარჯვეს.

„ლოკომოტივმა“ აღნიშნულ მატჩში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეროზია, გაბაძე, ჭანტურია, უბილავა (C), გურეშიძე, ძებნიაური, დარცმელია, შონია, სამურკასოვი, კირკიტაძე, სიხარულიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ანდრონიკაშვილი, გავაშელიშვილი, შეწირული, შეყილაძე, კაპანაძე, ჯინჯოლავა, იაკობიძე

ლევან კორღალიძის გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას საგურამოში გააგრძელებს.

0.11476