ფეხბურთი

19:36 | 19.02.2020 | ნანახია NaN - ჯერ

"ვისლამ" მატჩის აფიშა ქართულ ენაზე გამოაქვეყნა

პოლონურმა „ვისლამ“, რომლის ღირსებას გიორგი მერებაშვილი იცავს, ლუბინის „ზაგლებიესთან“ უახლოესი მატჩის აფიშა ქათულად გამოაქვეყნა.

პლოცკელთა ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ და თან ფოტოც ახლავს, რომელსაც ქართული წარწერა ამშვენებს.

„კვირას ჩვენ ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან თამაშს ზაგლებიეს წინააღმდეგ 15:30. გვიგულშემატკივრეთ“, - წერია „ვისლას“ ანონსში.

აქვე გეტყვით, რომ პლოცკელები 31 ქულით მერვე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო მერებაშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:28 | 18.12.2024
KoRBeN DaLLaS (24842)

ეს ატლეტიკოში, ხვიჩა მანიუში !!!

0.064187