ფეხბურთი

19:14 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

იმმობილე: "ლუის ალბერტო უკეთ მიცნობს, ვიდრე ჩემი მეუღლე"

რომის „ლაციოს“ თავდამსხმელმა ჩირო იმმობილემ კლუბში შექმნილ გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდის ასეთი წარმატებული თამაში მეგობრული ატმოსფეროს დამსახურებაა.

„მიმდინარე სეზონში „ლაციოს“ თამაშმა გულშემატკივრების საქებარი სიტყვები დაიმსახურა. ეს ჩვენთვის სტიმულია და შესანიშნავია. ძალიან კარგი გუნდი გვყავს, მეგობრული. ლუის ალბერტო უკეთ მიცნობს, ვიდრე ჩემი მეუღლე, აჩერბი ჩემზე უფრო ეჭვიანობს, ვიდრე ჯესიკა (იმმობილეს მეუღლე), კორეა და კაისედო ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან, ხოლო ლუკას ლეივა მაგალითია, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ერთადერთი პრობლემა ლაძარია. მას მართვის მოწმობას ჩამოვართმევდი, რადგან რომის გზები საერთოდ არ იცის“, - თქვა იმმობილემ.

შეგახსენებთ, რომ „ლაციოს“ სერია A-ში 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და 56 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. ლიდერ „იუვენტუსს“ კი ერთადერთი ქულით ჩამორჩება. თავად იმმობილე ბომბარდირთა დავას 26 გოლით ლიდერობს და კრიშტიანუ რონალდუს 6 გოლით უსწრებს.

0.113564