ფეხბურთი

15:27 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" უზბეკებს აჯობა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ თურქულ შეკრებაზე ბოლოსწინა ამხანაგური მატჩი ჩაატარა და უზბეკურ „ნავბაჰორს“ გაეჯიბრა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გავიდა. საჯარიმოში ნიკოლოზ საბანაძე წააქციეს და პენალტი დაინიშნა, რომელიც ვაკო თევდორაძემ გოლად აქცია და საკუთარ გუნდს მოაგებინა.

„დინამო“ კიდევ ერთ სპარინგს დღესვე, უკრაინულ „დესნას“ შეხვედება, მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. 20 თებერვალს კი საქართველოში დაბრუნდება.

"დინამო ბათუმი" - "ნავბაჰორი" 1:0

გოლი: 1:0 თევდორაძე (81, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11971