თბილისის „საბურთალომ“ უკრაინელი ნახევარმცველი ოლექსანდრ ბელიავეი დაიმატა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ბელიავეი „დნიპროს“ აკადემიის აღზრდილია და „საბურთალოს“ ესპანურ შეკრებაზე შეუერთდა.
20 წლის ფეხბურთელი უკრაინის იმ ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, რომელმაც 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მან მთელი შესარჩევი ციკლი ჩაატარა, თუმცა ფინალური ეტაპი ტვინის შერყევის გამო გაუცდა.