ფეხბურთი

12:22 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკა ზარანდია "ტობოლის" ფეხბურთელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ზულტე ვარეგემის" შემტევი ლუკა ზარანდია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი "ტობოლში" 4-თვიანი იჯარით ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ასე, რომ ლუკა ყაზახურ გუნდში მესამე ქართველია ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის შემდეგ.

ახალგაზრდა შემტევი ბოლოს ბელგიაში თამაშობდა, მაგრამ „ზულტე ვარეგემში“ ფეხი ვერ მოიკიდა, 20 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია და 5 საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ზარანდიამ საფეხბურთო კარიერა 2012-13 წლების სეზონში „ლოკომოტოვში დაიწყო. ქართველ ფეხბურთელს დედაქალაქური გუნდის გარდა, ბელგიური „გენკისა“ და პოლონური „არკას“ რიგებშიც უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119312