ფეხბურთი

23:34 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიამ ისევ შეუცვლელად ითამაშა: ქართველი ძირითადში ადგილს იბრუნებს?

მოსკოვის „ლოკომოტივი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის აქტიურად ემზადება და ამხანაგურ მატჩებს მართავს. იური სიომონის გუნდი დღეს ნორვეგიულ „ვოლერენგას“ გაეჯიბრა და 2:0 აჯობა.

მიუხედავად იმისა, რომ სპარინგი იყო და სიომინს ფეხბურთელების შეცვლის ლიმიტი არ ჰქონდა, სოლომონ კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა. საერთოდ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩვენებური „რკინიგზელთა“ რიგებში შეკრებაზე საკონტროლო მატჩში შეუცვლელად თამაშობს.

ამას წინათ, ერთ-ერთ ინტერვიუში რუსმა სპეციალისტმა თქვა, რომ ფეხბურთელებმა დროა სრულ დატვირთვასთან ადაპტირება მოახდინონ, რადგან სეზონის მეორე ნაწილი ახლოვდება. შესაძლოა, ეს განცხადება და კვირკველიას შეუცვლელი თამაში იმის მანიშნებელი იყოს, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს იბრუნებს და სიომინი მას ისევ სასტარტოში მოიაზრებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ქართველმა მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა და ძირითადი დრო სათადარიგო სკამზე გაატარა. იქნებ, მეორე ნაწილიდან ვითარება გამოკეთდეს, ვნახოთ, „ლოკომოტივი“ 29 თებერვალს „ზენიტს“ ესტუმრება, იქამდე კი ერთ სპარინგ შეხვედრასაც გამართავს.

0.12526