საქართველოს ვიცე-ჩემპიონ „დინამო ბათუმის“ სპარინგ გეგმები შეიცვალა. როგორც კლუბი ოფიციალურად იტყობინება, ხვალ ორი ამხანაგური შეხვედრა გაიმართება.
თბილისის დროით 12:00 საათზე ბათუმელები უზბეკურ „ნავბაჰორს“, ხოლო საღამოს 6 საათზე უკრაინულ „დესნას“ გაეჯიბრებიან.
ამით გია გეგუჩაძის გუნდი თურქეთში მზადებას დაასრულებს, რომელიც ორ ეტაპად წარიმართა. 20 თებერვლიდან კი აჭარული გუნდი საქართველოში გააგრძელებს მზადების პროცესს.