ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, „ფლამენგოდან“ ნაყიდი ბრაზილიელი ახალწვეული, რეინიერი, მადრიდის „რეალმა“ დღეს, 18 თებერვალს წარადგინა - გვამცნობს „სამეფო კლუბის“ ტვიტერი.
18 წლის ფეხბურთელი პრეს კონფერენციას დაესწრო, კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაემართა, სადაც მას „რეალის“ ქომაგები ელოდნენ.
შეგახსენებთ, რომ რეინიერის ტრანსფერი მადრიდელებს 30 მილიონი ევრო დაუჯდათ. კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
რეინიერი „ფლამენგოს“ აღზრდილია. ამ კლუბის მაისურით მან 15 მატჩში 6 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.