ფეხბურთი

17:18 | 18.02.2020 | ნანახია 1201 - ჯერ

ლამპარდი: "VAR-მა "ჩელსის" ქომაგების სული გაანადგურა"

ლონდონის „ჩელსი“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ პრინციპულ მატჩში 0:2 დამარცხდა და ამ მატჩის შემდეგ VAR-ის გადაწყვეტილებები განსჯის საგანი გახდა.

„არისტოკრატებს“ ვიდეორეფერი ორი გოლი გაუუქმა (ერთი ჯარიმის, მეორე თამაშგარის გამო). გარდა ამისა, ჰარი მაგუაირი, რომელმაც მიჩი ბატშუაის წინააღმდეგ იუხეშა, არ გააძევეს.

ნამატჩევს ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ VAR-მა „ჩელსის“ ქომაგების სული გაანადგურა:

„კადრები ვნახე. VAR-ი ამისთვისაა, მაგრამ მსაჯის ასისტენტის არ მესმის. მაგუაირი აშკარად გაძევებას იმსახურებდა და ეს თამაშს შეცვლიდა. ვიდეორეფერიმ „ჩელსის“ გულშემატკივრების სული გაანადგურა“,- თქვა ლამპარდმა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:08 | 18.02.2020
barca 4 - ever (2051)

ჰაჰაჰჰაჰააა, ინვალიდმა მანჩემ იხმარა პუტინის რეზიდენტები:დდდდდდდდდდდდ

17:56 | 18.02.2020
Javshana (3011)

ლამპარდიც სულ გამოყ*ევდა :დ ეს თავის მართლება არ მომწონს როცა არ გეკუთვნოდა მოგება, ჩელსი კი უტევდა ამ კუთხით გამორჩეული იყო მაგრამ ვერც თამაშიდან და ვერც სტანდარტებიდან ვერ ივარგა 1 გოლი გაეტანა, ის 2 გოლი სამართლიანად გაუქმდა ბრუციანი ხო არაა ლამპარდი

17:45 | 18.02.2020
ბაბუ პერესი (16691)

ამ ბო..ბის გამო აიაქსი დატოვეს ჯგუფში

20:59 | 18.02.2020
alexpool (563)

...ან დატოვეს რომ ამბობთ,ვინ დატოვა,რატომ დატოვა???თქვენ ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ეროვნული ლიგა ხომ არ გგონიათ???დატოვეს არა.....................

20:54 | 18.02.2020
alexpool (563)

ყველაფერი ნორმალურად იყო მაგ თამაშში.ბლინდმა მასჯის თვალწინ ზედიზედ ორჯერ იუხეშა და ყვითელი დაიმსახურა,რაც მეორე იყო მისთვის.ასევე ველტმანმაც,ხელით ითამაშა თუ არა,კარში მიმავალი ბურთი აშკარად მოხვად ხელზე,ზედ კარის წინ,მისთვისაც მეორე ყვითელი იყო!რა უნდა ექნა მსაჯს?დიდი-დიდი ზედმეტ სიმკაცრეში დავადანაშაულოთ!!!

17:44 | 18.02.2020
ბაბუ პერესი (16691)

3 თამაშში რომ მანჩესტერი 8-1 მოგიგებს დაყენდი რა))))))))

0.112528