უეფამ, საკუთარ ტვიტერში, ის ბურთი წარადგინა, რომლითაც მონაწილეები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებენ.
ბურთის დიზაინი წითელ-ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი, რაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის გაერთიანების სიმბოლოა. მოგეხსენებათ, ფინალური მატჩი, 30 მაისს, სტამბოლის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.
ამავე არენაზე ჩატრდა ჩემპიონთა ლიგის 2004-05 წლების ლეგენდარული ფინალიც, რომელშიც „ლივერპული“ „მილანთან“ 0:3 აგებდა მაგრამ მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება შეძლო. პენალტების სერიაში კი 3:2 გაიმარჯვა.