ფეხბურთი

12:57 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორიას საქციელმა კვიპროსული მედია აღაფრთოვანა

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოცე ტურში, „ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე „ნეა სალამისი“ 3:2 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა სრულად ითამაშა. ნიკა კაჭარავა შესვენებაზე შეცვალეს, ჯანო ანანიძე კი შეხვედრაში 77-ე წუთიდან ჩაერთო.

„ანორთოსისის“ ფეხბურთელებმა გადამწყვეტი ბურთი 81-ე წუთზე გაიტანეს. დარჩენილ დროში კი ლორიამ მასპინძლები გაშვებული გოლისგან ორჯერ გადაარჩინა.

აღნიშნული შეხვედრის შემდგომ კვირპოსული მედია ქართველების თამაშს გამოხმაურა. განსაკუთრებით გიორგი ლორიას თამაში გამოარჩიეს, რომელმაც 90+2 წუთზე „ნეა სალამინას“ მწვავე შეტევის შემდეგ „ანორთოსისი“ გადაარჩინა და გუნდს სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ლორია „აპოელთან“ მიღებული ცხვირის ტრავმის გამო მოედანზე დამცავი ნიღბით გავიდა, მაგრამ შემდეგ მოიხსნა და თამაში საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად გააგრძელა, რამაც კვიპროსელები აღაფრთოვანა.

შეგახსენებთ, რომ 20 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ 43 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „ომონიას“ ოთხი ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას თემურ ქეცბაიას მომზადებული გუნდი 23 თებერვალს, სტუმრად „ეთნიკოსთან“ გამართავს.

0.115281