ფეხბურთი

0:02 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი და ჰემილტონი წლის სპორტსმენებად დაასახელეს

ლიონელ მესი და ლუის ჰემილტონი 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცებად დასახელდენენ. ლაურეუსის დაჯილდოების ცერემონიაზე, იგივე „სპორტულ ოსკარზე“ სწორედ ორი სპორტსმენი გამოარჩიეს, რაც ამ დაჯილდოების ისტორიაში პირველად მოხდა.

ჰემილტონი ბერლინში ცერემონიას პირადად დაესწრო, ხოლო მესიმ გერმანიის დედალაქაში ჩასვლა ვერ მოახერხა და მადლობა სოციალური ქსელით გადაიხადა.

„მადლიბას ვუხდი აკადემიას, რომელმაც ეს განსაკუთრებული ტიტული მომანიჭა. მაქვს პატივი, რომ ვიყო პირველი სპორტსმენი, ვინც ეს ჯილდო მოიგო და გუნდურ სპორტს წარმოადგენს. მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს“, - თქვა მესიმ.

0.11639