ფეხბურთი

18:48 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კასილიასი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

იკერ კასილიასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია იკერმა ოფიციალურად დაადასტურა.

„დიახ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, როდესაც ის ჩატარდებბა. ერთად ვუზრუნველყოფთ, რომ ჩვენი ფეხბურთი მსოფლიოში საუკეთესო იყოს. უკვე ვაცნობე მიღებული გადაწყვეტილება „პორტუს“ პრეზიდენტს, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი. ჩვენ ვმუშაობთ მაქსიმალური პატივისცემით. 23 ათასზე მეტი ამომრჩეველი ელოდება სამართლიან და გამჭირვალე არჩევნებს“, - დაწერა ესპანელმა მეკარემ სოციალურ ქსელში.

აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ზუსტი თარიღი უცნობია.

0.12833