ფეხბურთი

17:01 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ბელარუსის მატჩის ბილეთების ნახევარი 48 საათში გაიყიდა

საქართველო - ბელარუსის მატჩისადმი ინტერესი თავისთავად ცხადია ძალზე დიდია და ეს ნათლად დადასტურდა. როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვის დაწყებიდან 48 საათში 50% უკვე რეალიზებულია, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, ბილეთების შეძენა ვებგვერდ Tkt.ge-ზეა შესაძლებელია და მისი ფასი, 5, 10, 15 და 25 ლარია.

22 თებერვლიდან ბილეთების გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში დაიწყება, თუ რა თქმა უნდა, მანამდე კიდევ დარჩა თავისუფალი ადგილები.

0.116422