კალათბურთი

14:46 | 17.02.2020 | ნანახია 3143 - ჯერ

მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლი" დამარცხდა, თუმცა ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს

ამერიკის სტუდენტირ ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „პროვიდენს ფრაიარსს“ დაუპირისპირდა და 3 ქულიანი სხვაობით, 74:71 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში სანდრომ პარკეტზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მამუკელაშვილმა 4-დან ორი ორქულიანი და 4-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო.

შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი მასპინძელთა წამყვანი მოთამაშე ალფა დიალო გახდა, რომელმაც 35 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

„სეტონ ჰოლს“ 13 ტურის შემდგომ 10 მოგების საწინააღმდეგოდ 3 წაგება აქვს და „ბიგ ისთის“ კონფერენციაში კვლავ პირველ ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი ქართველი კალათბურთელის გუნდი 20 თებერვალს „ბატლერ ბულდოგსთან“ გამართავს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:17 | 30.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მინდა სამწვრთნელო კარიერაშიც მახწიოს წარმატებას

14:59 | 30.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

წარმატება შოთის

22:17 | 28.01.2024
ძიუდოო123 (1282)

სანამ დაინიშნებოდა ევროტურნირზე მოხვედრის შანსი ჰქონდათ დაინიშნა და დაეტყო გუნდა შოთის ეფექტი

0.066003
3143