36 წლის ბელგიელი კიმ კლაისტერსი ჩოგბურთს უბრუნდება. კიმმა დუბაის ტურნირზე "ველური ბარათი" მიიღო და ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომერს ესპანელ გარბინიე მუგურუსას დაუპირისპირდება.
კლაისტერსი ჩოგბურთიდან პირველად 2006 წელს წავიდა და 2009 წელს დაბრუნდა, ბოლოს 2012 წელს ოჯახის გამო ჩოგბურთს თავი ისევ დაანება.
"ბოლო შვიდი წელია სრულფასოვანი დედა ვარ და ეს ყველაფერი მართლა ძალიან მიყვარს. იყო პერიოდი, როცა პროფესიონალი ჩოგბურთელი ვიყავი და ეგ დრო ძალიან მენატრება. მინდა ორივე ერთად გავაკეთო. ხომ შეიძლება თან სამი შვილის დედა და თან ჩოგბურთელი ვიყო"- განაცხადა კლაისტერსმა.
კლაისტერსმა კარიერაში, ერთეულთა თანრიგში, WTA-ს 41 ტურნირი მოიგო, საიდანაც ოთხი დიდი სლემის ტურნირია. 2003 წელს კიმი მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერი იყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ცოტაც და მგონი სლემების მოგებას დაიწყებს ეს )))))))))
დაბრუნდა, 8 წელი დანებებული ქონდა, ბავშვები დაყარა და სლემისტ და ფინალისტს ტოლსწორად ეთამაშა, ლამის სეტიც აახია )))
ნათელი მაგალითი იმისა რომ ქალთა ჩოგბურთი ნე.შია და მაგის ყურებას სვარკის ყურება ჯობია.
ნოვაკი მართალს იძახის ამათ თუ 100 ლარი აქვთ საპრიზო კაცს უნდა ქონდეს 400 ლარი!!!
რა სიმშვიდეა ზოგადად საიტზე სად გაქრნენ ფედიას ფანები???? ნოვაკის ტრავმამ გამოიწვია ფედიას სლემები მეთქი და არავის სჯეროდა, დაბრუნდა კაცი და სლემზე აღარ ოცნებობს ფედია...
ნოვაკ ერთი მოაგებინე რააა სადმე მასტერსზე ან შემაჯამებელზე რო გაუხარდეთ და ისევ აქტიური გახდეს საიტი )))))
წარმატებები კიმს - ძალიან მიყვარდა როგორც ჩოგბურთელი, მართლა მაგარია ამ ასაკში სამი შვილის დედა დაუბრუნდეს ჩოგბურთს - იმედია ფორმას აკრეფავს და კიდე ბევრჯერ გვასიამოვნებს თავისი კარგი თამაშით - იქნებ ცოტა გამოაცოცხლოს ქალთა ჩოგბურთი თორე დავრჩით ჰალეპის და ბენჩიჩის იმედზე

როგორი ნაზუქივით გოგონაა
ჰა ერთაოზ, გაკოცნინებდა ვითამ წმინდა პორფირეს ხატზე ?
