თამაშგარე

10:12 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარას მამა შემოსწყრა

საფრანგეთში გადაბარგებული არგენტინელი თავდამსმელი მაურო იკარდი ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი ოჯახის ამბები ბულვარულ მედიას ასე დააინტერესებდა და ბოლოს ასპარეზზე არც მეტი არც ნაკლები, მაუროს სიმამრი და შესაბამისად მისი ცოლის, ვანდა ნარას მამა, ანდრეს ნარა გამოვიდოდა.

ანდრეს მამა დიდი მოლაყბე ვინმე ყოფილა. აბა სხვა რა უნდა ვთქვათ ამ კაცზე, რომელიც ადგა, პირი მოაღო და თავის ორ ქალიშვილზე - ვანდასა და ზაირაზე თავატიჟდაუდებლად ისაუბრა. ანდრესი ამბობს, რომ მისი გოგოები მეტად განსხვავებულები არიან და ძალიან წყდება გული, რომ ვანდამ ფული და ყალბი პოპულარობის მოხვეჭა არჩია და არ მიბაძა მის დას, რომელიც არც მშობლებს ივიწყებს და არც არგენტინის ნაკრების ფეხბურთელების საწოლში უბუღრავია.

ვანდა ნარას მამამისის ამ გამოხდომაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ რომ არ გაუხარდებოდა - ცხადია. მაურო იკარდი კი ალბათ ხვდება რა შარშიცაა მოხვედრილი, მაგრამ რაღა დროს?!...

0.132228