ისტორია

8:06 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

17 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1963- დაიბადა მაიკლ ჯორდანი. საერთო აღიარებით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი (198 სმ). კალათბურთიდან პირველად წასვლამდე, 13 სეზონის განმავლობაში თამაშობდა “ჩიკაგო ბულზში” და ექვსჯერ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი (1991-1993, 1996-1998). ხუთჯერ დაასახელეს ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ. მაიკლ ჯორდანს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა შორის საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი აქვს: 30,12 ქულა მატჩში (უილტ ჩემბერლენის შედეგი 30,06 ქულაა). სულ კი 32 292 ქულა დააგროვა და პარტნიორებს 5 633 შედეგიანი გადაცემა გაუკეთა. ჯორდანი ორჯერ დაბრუნდა NBA-ში (2002 წელს “ვაშინგტონ უიზარდსის” შემადგენლობაში) და კვლავინდებურად უმაღლეს დონეზე თამაშს ახერხებდა. 14-ჯერ იასპარეზა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. მაიკლ ჯორდანი 1984 და 1992 წლების ოლიმპიური ჩემპიონია. 1991-ში დაასახელეს პლანეტის წლის საუკეთესო სპორტსმენად.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1924- ლეგენდარულმა მოცურავემ და მსახიობმა, ჯონი ვაისმიულერმა 100 იარდზე თავისუფალი სტილით ცურვაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (52.4).

1941- ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, გუს დორაციო მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1949- პარიზში მიმდინარე ციგურებით ფიგურულად მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქალებში ჩეხოსლოვაკიელმა ალენა ვრცანოვამ, ხოლო მამაკაცებში, ამერიკელმა რიჩარდ ბარტონმა გაიმარჯვეს. ამ უკანასკნელმა პლანეტის საუკეთესო მოციგურავის წოდება შეინარჩუნა.

1968- კალათბურთის სამშობლოში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდში, საკალათბურთო “დიდების დარბაზი” დაარსდა.

1968- კვიპროსის საფეხბურთო ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო. კუნძულელებმა ევრო-68-ის შესარჩევ მატჩში შვეიცარიას 2:1 სძლიეს. მეორე მატჩი კვიპროსელებმა 5 წლის შემდეგ მოიგეს, როდესაც ჩრდოლოეთ ირლანდიას 1;0 მოუგეს.

1974- ქაიროში, მიმდინარე საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას სტადიონის ტრიბუნებზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა.

1979- ამერიკელმა ველოსიპედისტმა და მოციგურავემ, ერიკ ჰეიდენმა 1000 მეტრზე ციგურებით რბოლაში, მსოფლიოს რეკორდი გაიომეორა (1:14,99).

1984- თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების პროცესში, გაგრაში პოლონეთის კრაკოვის საფეხბურთო კლუბ “ვისლას” 3:0 მოუგო. გოლები ალექსანდრე ჩივაძემ (2) და ვლადიმერ გუცაევმა გაიტანეს. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ქანთარია (ბალაძე), კეტაშვილი, ჩივაძე, თევზაძე, ბარათაშვილი (არზიანი), ჭილაია (ჟორჟიკაშვილი), სვანაძე, სულაქველიძე (პაიკიძე), გუცაევი, ცაავა (შენგელია), ჟვანია. მწვრთნელი დავით ყიფიანი.

1993- მარკ ფოსტერმა 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (21.60).

2005- ბერძნული საფეხბურთო კლუბის, პაოკის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ავსტრიელი როლფ ფრინგერი გადააყენეს.

2006- საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “მილანის” მცველ კახა კალაძის ძმის, ლევან კალაძის საქმე, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. უფრო ადრე, აღმოაჩინეს ლევან კალაძის ცხედარი.

2006- საფეხბურთო კლუბ ბოლნისის “სიონის” მთავარი მწვრთნელი, ხვიჩა ქასრაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

2006- მოსკოვში გამართულ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში, _ Aeroflot Open 2006, _ რომელიც ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში მიმდინარეობდა, ბაადურ ჯობავამ და დავით არუთინიანმა პირველობა არავის დაუთმეს.

2006- საფეხბურთო კლუბმა, ნალჩიკის “სპარტაკმა” გოგიტა გოგუასთან გააფორმა კონტრაქტი.

2008- ნიუ ორლეანში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ოლ სტარის” მორიგი შეხვედრა ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 134:128 მოუგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ “კლივლენდ კავალიერზის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი დაასახელეს. მის კარიერაში ეს მეორე ამგვარი აღიარება გახლდათ. “ნიუ ორლეან არენაზე” შეხვედრას 17 271 მაყურებელი დაესწრო.

2013- საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატის მორიგ მატჩშირეკორდულიმაჩვენებელიდაფიქსირდა. “შსს-აკადემიამმართვე-1 165:39 დაამარცხა, 15 წლის ვილიისიანმა კი მეტოქეს 70-დან 55ორქულიანი, 15-დან 14 საჯარიმო და 3-დან 1 სამქულიანი ჩაუგდო და 127 ქულა (!) მოაგროვა.

2013- ზაზა ფაჩულიამ კარიერაში ერთ ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა დღეს გამთენიისას Pჰილიპს Aრენა-ზე “ბრუკლინის” წინააღმდეგ და ლომის წვლილი დაიდო საკუთარი გუნდის წარმატებაში (109:95). ქართველ ცენტრს მხოლოდ 2 შედეგიანი პასი დააკლდა ისტორიულ სამმაგ დუბლამდე, მის ანგარიშზე 13 ქულა (5-8 ორქულიანი, 3-6 საჯარიმო), 11 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 8 პასი და 1 ჩაჭრა გახლდათ.

ამ დღეს დაიბადნენ

1880- ალბერტ ერნესტ ლინტონი. წარმოშობით შოტლანდიელი მეკარე. 1904 წელს კანადის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

1887- კაეტანო საპორიტი. ურუგვაელი მეკარე. 1916 და 1917 წლებში გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი.

1909- ჯოზეფ შერენსი. ბელგიელი ველოსიპედისტი. ველოსპრინტში 1932-37 წლებში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა.

1919- ჯოზეფ ჰანტი. ამერიკელი ჩოგბურთელი. აშშ-ის ღია პირველობის 1943 წლის ჩემპიონი.

1938- საულ მალატრასი. “ფიორენტინას”, “რომას”, “ინტერისა” და “მილანის” მცველი. ორჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი, თითოჯერ თასებისა და საკონტინენტთაშორისო თასები. იტალიის სამგზის ჩემპიონი.

1941- ალეშანდრუ ბაპტიშტა. პორტუგალიის ნაკრებისა და ლისაბონის “სპორტინგის” მცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის პრიზიორი. ფეხბურთის გარდა მაღალ დონეზე თამაშობდა კალათბურთსა და ჩოგბურთს.

1941- ჰეიდი ბიები. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოთხილამურე. თხილამურებით სწრაფდაშვებაში 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1952- გილერმო ვილასი. არგენტინელი ჩოგბურთელი. პირველი სამხრეთ ამერიკელი მოთამაშე, რომელმაც “დიდი სლემის” ტურნირების მოგება შეძლო. გილერმო ვილასმა 1977 წელს საფრანგეთისა და აშშ-ის ღია პირველობების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 1978 და 1979 წლებში კი, ავსტრალიის ღია პირველობაზე იმარჯვა. სულ მოგებული აქვს 62 ტურნირი. 1977 წელს მოიგო 145 მატჩი და მხოლოდ 14 შეხვედრაში დამარცხდა. მსოფლიოს კლასიფიკაციაში მეორე ადგილი ეკავა.

195- მარსელო ტრობიანი. 1970-80-იან წლებში არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი. არგენტინის ოთხგზის ჩემპიონი. გამოდიოდა ესპანურ და კოლუმბიურ გუნდებშიც.

1958- სერგეი ბალტაჩა. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების, ხარკოვის “მეტალისტის,” კიევის “დინამოს,” ინგლისური “იფსვიჩ თაუნის” მცველი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1980, 1981, 1985, 1986) და თასის მფლობელი (1978, 1982, 1985, 1987). 1986 წელს დაეუფლა თასების მფლობელთა თასს. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. 1977 წელს იუნოირთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა კავშირის პირველ ნაკრებში ჩატარებული აქვს 45 მატჩი (2 გოლი).

1959- ემბროუზ გეინსი. ამერიკელი მოცურავე. 1984 წლის ოლიმპიადაზე სპრინტერულ დისტანციებზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

1963- მაიკლ ჯორდანი. საერთო აღიარებით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი (198 სმ). კალათბურთიდან პირველად წასვლამდე, 13 სეზონის განმავლობაში თამაშობდა “ჩიკაგო ბულზში” და ექვსჯერ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი (1991-1993, 1996-1998). ხუთჯერ დაასახელეს ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ. მაიკლ ჯორდანს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა შორის საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი აქვს: 30,12 ქულა მატჩში (უილტ ჩემბერლენის შედეგი 30,06 ქულაა). სულ კი 32 292 ქულა დააგროვა და პარტნიორებს 5 633 შედეგიანი გადაცემა გაუკეთა. ჯორდანი ორჯერ დაბრუნდა NBA-ში (2002 წელს “ვაშინგტონ უიზარდსის” შემადგენლობაში) და კვლავინდებურად უმაღლეს დონეზე თამაშს ახერხებდა. 14-ჯერ იასპარეზა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. მაიკლ ჯორდანი 1984 და 1992 წლების ოლიმპიური ჩემპიონია. 1991-ში დაასახელეს პლანეტის წლის საუკეთესო სპორტსმენად.

1966- ლუკ რობიტაილი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბების “ლოს ანჯელეს კინგზის,” “ნიუ იორკ რეინჯერსისა” და “პიტსბურგ პინგვინზის” მარცხენა ფორვარდი. ამ ამპლუის მოთამაშეთა შორის ლიგის ყველაზე შედეგიანი ჰოკეისტია. რობიტაილი 1992 და 1994 წლებში, კანადის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. რვაჯერ ითამაშა NHL-ის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. რობიტაილს გატანილი აქვს 653 შაიბა და შესრულებული აქვს 717 შედეგიანი პასი.

1968- ჯუზეპე სინიორი. იტალიის ნაკრების, “ლაციოს”, “სამპდორიას”, “ბოლონიას”, ბერძნული “ირაკლისის”, ყატარის “ალ არაბის”, უნგრული “შოპრონის” ფორვარდი. მსოფლიოს 1994 წლის ფინალისტი. “სკუადრა აძურას” 28 მატჩში გაიტანა 7 გოლი. 1993, 1994 და 1996 წლებში გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

1969- ვასილი კუდინოვი. საბჭოთა ფრენბურთელი. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

1971- კარლოს გამარა. პარაგვაელი მცველი. თავისი ქვეყნის ნაკრებში ჩატარებულ მატჩთა რაოდენობით პარაგვაელ ფეხბურთელთაგან საუკეთესო მაჩვენებელი აქვს (110). მოპოვებული აქვს პარაგვაის, ბრაზილიის, არგენტინის ჩემპიონობა, იტალიისა და საბერძნეთის თასები. 1998, 2002 და 2006 წლების მუნდიალების მონაწილე. სამჯერ დაასახელეს ბრაზილიის წლის საუკეთესო ლეგიონერად. 1997 და 1998 წლებში სცნეს პარაგვაის საუკეთესო ფეხბურთელად.

1972- ვლადიმერ ვუიტეკი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ტამპა ბეის” მოთამაშე. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1972- ანდრეი ჩემერკინი. რუსი ძალოსანი. ოლიმპიური ჩემპიონი. ხუთჯერ აქვს მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

1973- დრიუ ბერი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ატლანტა ჰოუკსის,” “სიეტლ სუპერსონიკსის” და “გოლდენ სთეით უორიორზის” მოთამაშე. დრიუ ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, რიკ ბერის შვილია. მისი სამი ძმაც ასევე კალათბურთელი იყო.

1975- ვაცლავ ჰოსპალი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ფილადელფია ფლაიერზის” მოთამაშე. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი. 2000 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1980- ელ ჰარინგტონი. “ატლანტა ჰოუკსის”, “გოლდენ სთეითის”, “ნიუ იორკ ნიკზის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (206 სმ).

1982- ადრიანო. ბრაზილიის ნაკრების, “ფლამენგოს”, “პარმას”, “ინტერის”, “სან პაოლოს”, “ფლამენგოს”, “რომას” ფორვარდი. 2004 წელს მოიგო კოპა ამერიკა, 2005-ში კი – კონფედერაციათა თასი. 1999 წელს 17 წლამდელ ფეხბურთელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2001 წელს მოიპოვა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობა ახალგაზრდათა შორის. ბრაზილიის ნაკრების 48 მატჩში გაიტანა 27 გოლი. ადრიანო იტალიის სამგზის და ბრაზილიის ოთხგზის ჩემპიონია. მოპოვებული აქვს რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონობაც. ორ-ორჯერ ფლობდა იტალიის თასსა და სუპერთასს.

ამ დღეს გარდაიცვალა

1959- ტიმ მარა. NFL-ის (ამერიკული ფეხბურთის ნაციონალური ლიგა) კლუბ New York Giants-ის დამაარსებელი.

0.121645