პორტუგალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩი „გიმარაეშსა“ და „პორტუს“ შორის სკანდალური გამოდგა. საქმე ისაა, რომ სტუმართა თავდამსხმელ მუსა მარეგას მასპინძელი გულშემატკივრები მთელი შეხვედრის განმავლობაში რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
მე-60 წუთზე მარეგამ მეტოქის კარში გოლი გაიტანა, რის შედეგად მისი მიმართულებით სხვადასხვა ნივთები ისროლეს, მათ შორის სკამებიც. მალელმა კი, ეს სკამი აიღო და თავზე დაიფარა.
მუსამ „გიმარაეშის“ ქომაგებს შუა თითიც უშვენა და ბუნებრივია, ასეთი ობსტრუქციის შემდეგ პასუხიც დაუბრუნა. 69-ე წუთზე კი გადაწყვიტა, რომ მოედანი საერთოდ დაეტოვებინა და მიუხედავად თანაგუნდელებისა და მთავარი მწვრთნელის, სერჟიუ კონსეისაუს არაერთი თხოვნისა, მინდვრიდან გავიდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა სანქცია ელოდება პორტუგალიურ გუნდს, რომლის ქომაგებმაც მალელი ფეხბურთელი წყობრიდან გამოიყვანეს.