ფეხბურთი

2:34 | 17.02.2020 | ნანახია NaN - ჯერ

კერკეტი „სელტა“

აუტსაიდერმა „სელტამ“ მადრიდში პატარა სასწაული მოახდინა, ლიდერ „რეალს“ 2:2 ეთამაშა და მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.

ვერ ვიტყვით, რომ სტუმრებს გაუმართლათ, მათ თამაშით მიაღწიეს ამ შედეგს. უკვე დასაწყისშივე, მე-7 წუთზე მასპინძელთა დაცვა ჩავარდა, რუსი დებიუტანტი ფიოდორ სმოლოვი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია. ტაიმი ისე მიიწურა, რომ მასპიძლებს ხეირიანი მომენტიც არ ჰქონიათ. ოსკარ გარსიას შეგირდები კი განსწავლულად იცავდნენ თავს და მეორე ბურთის გატანაც შეეძლოთ, თუმცა ჯოზეფ აიდუს ძალან სახიფათო თავური ტიბო კურტუამ მოიგერია.

შესვენების შემდეგ „რეალი“ გააქტიურდა და კარგი მონაკვეთი ჩაატარა. ორი ბურთი ხომ გაიტანა და ერთიც მსაჯმა არ ჩათვალა რამოსის თამაშგარეში ყოფნის გამო. თავი ჯერ ტონი კროოსმა გამოიჩინა, შემდეგ კი ედენ აზარის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კაპიტანმა რამოსმა ზუსტად დაარტყა.

მერე თამაში გათანაბრდა და სტუმრებმა მაინც შეძლეს ერთი საპასუხო ბურთის გატანა. გოლი სანტი მინას ანგარიშზეა.

ამრიგად, „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაღაა. „სამეფო კლუბი“ კვლავ ლიდერია, მაგრამ ვითარება ძალიან დაიძაბა.

ესპანეთი

პრიმერა. 24 ტური. 16 თებერვალი

რეალი - სელტა 2:2

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 62 477

0:1 სმოლოვი (7), 1:1 კროოსი (52), 2:1 რამოსი (65 პენ), 2:2 მინა (85)

რეალი: კურტუა, რამოსი, ვარანი, მარსელო, კარვახალი, კაზემირო, ვალვერდე, კროოსი (მოდრიჩი 81), აზარი (ვინისიუსი 73), ბეილი (მენდი 84), ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

სელტა: ბლანკო, ვასკესი (სისტო 55), აიდუ, არაუხო, მურილიო, ოლასა, ბრადარიჩი (მინა 83), იოკუშლუ, რაფინია, ასპასი, სმოლოვი (დენის სუარესი 70)

მწვრთნელი: ოსკარ გარსია

მსაჯი: ალბეროლა როხასი

გაფრთხილება: ბეილი (72), კარვახალი (74); ოლასა (57), იოკუშლუ (76)

სევილია - ესპანიოლი 2:2

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი.“ 35 661

1:0 ოკამპოსი (15), 1:1 ემბარბა (35), 1:2 ლეი (50), 2:2 სუსო (80)

სევილია: ვაცლიკი, ნავასი, გომესი, კარლოსი, რეგილონი (გუდელი 54), ბანეგა (დე იონგი 65), ვასკესი (ნოლიტო 46), ფერნანდო, სუსო, ენ ნასირი, ოკამპოსი

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

ესპანიოლი: დიეგო ლოპესი, პედროსა, კაბრერა, ბერნარდო, ხავი ლოპესი, ემბარბა (კალერო 74), როკა, სანჩესი, დარდერი, კალიერი (ფერერირა 82), ლეი (გომესი 71)

მწვრთნელი: აბელარდო

მსაჯი: კორდერო ვეგა

გაფრთხილება: გომესი (33), გუდელი (58); ლეი (38), სანჩესი (49), როკა (84)

გაძევება: სანჩესი (69)

ლეგანესი - ბეტისი 0:0

გაძევება: იგლესიასი (90+3, ბეტისი)

ბილბაო - ოსასუნა 0:1

0:1 ოიერი (29)

ეიბარი - სოსიედადი (გადაიდო)

თეგებირეალისელტა

კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:32 | 03.09.2014
Lorelei (107)

კაი რა ბეპე,კაი რა
რა დაგტანჯა ამ ტრამვებმა და არ გაგახარა რაა

18:04 | 03.09.2014
NADAL RAFAEL (4910)

მაგარი უიღბლო იგროკია,მერამდნე ტრავმაა კაცმა არ იცის უკვე...)

17:56 | 03.09.2014
dpj-001 (1572)

კაროჩე ბედმა ესე როგორ უნდა გაგწიროს ყველაფერი გქონდეს და ვერ იყენებდე არადა რა მაგარია ტიპი

17:40 | 03.09.2014
maestro10 (13745)

Magari nebisyofa aqvs juzepes. . Bevri amis adgilas daasrulebda karieras

17:37 | 03.09.2014
GOODFORLEJJ (12932)

აუ ტიპი ძალიან ცოდოა, შე ვე ცი რობენს ამას რო ტრავმები არ ჰქონდეს

19:11 | 03.09.2014
maestro10 (13745)

Robensac ar aklia travmebi. . .

17:36 | 03.09.2014
BEERTRANCE (97819)

აუ რა ტეხავს, ცოდოა.

17:36 | 03.09.2014
Linkin Park (302)

ეს იქნებოდა დარწმუნებული ვარ მსოფლიოს 3 საუკეთესო თავდამსხმელს შორის თავისუფლად მარა ბედიღბალიც გინდა კაცს

17:23 | 03.09.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

მაგრად ტეხავს იმენა ტრამვებმა დატანჯეს

17:20 | 03.09.2014
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მაგრად გამიტყდა რა მართლა საცოდაობაა უკვე რამდენი შეეძლო ამ წლებში კიდე

0.068633