ფეხბურთი

0:19 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

2013 წლის შემდეგ პირველად: მესის ზედიზედ ოთხი უგოლო თამაში

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ბოლო ოთხი მატჩია გოლის გატანას ვერ ახერხებს. არგენტინელ შემტევს ასეთი ცუდი უგოლო სერია ბოლოს 7 წლის წინ ჰქონდა.

ლეომ 2013 წელს მიჯრით ხუთი თამაში ვერ მოახერხა თავის გამოჩენა და ახლა უკვე ოთხჯერ გავიდა მოედნიდან გოლის გარეშე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საგოლე პასებს არიგებს და მაგალითისთვის, ბოლო სამ შეხვედრაში 6 ასისტი მიითვალა.

ვთქვათ ისიც, რომ ბოლო ცხრა მატჩშიც სავალალო შედეგები აქვს გატანილი გოლების კუთხით, რადგან მხოლოდ ორჯერ აიღო მეტოქის კარი.

0.157121