ფეხბურთი

22:46 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სონის კიდევ ერთი რეკორდი

ერთობ კარგი საცქერი გამოდგა ბირმინგემული ბრძოლა „ასტონ ვილასა“ და „ტოტენჰემს“ შორის. ისეთი, პრემიერლიგას რომ ეკადრება. თავიდან შესანიშნავად ირჯებოდნენ მასპინძლები, ანგარიშიც გახსნეს და კიდევ უნდა გაეტანათ. მაგრამ ასეთ ვითარებაშიც კი ლონდონელები არ დაიბნენ, თამაში დაალაგეს და შესვენებამდე დაწინაურდნენ კიდეც. ჯერ ავტოგოლის ავტორმა, ალდერვეირელდმა გაათანაბრა, უკვე წამატებულ წუთებზე კი სონმა ცუდად დაარტყა პენალტი, მაგრამ დამაგტებაზე იყოჩაღა და „დეზები“ დააწინაურა.

მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა. ორივე კართან იქმნებოდა მომენტები. ჯამში მეტოქეებმა 40-ჯერ დაურტყეს ერთმანეთს, რაც შესანიშნავი შედეგია. ბირმინგენელებმა ისევ გაათანაბრეს, მაგრამ 94-ე წუთზე სონმა კვლავ გამოიჩინა თავი და „ტოტენჰემს“ უმნიშვნელოვანესი ქულები მოაპოვებინა. ახლა ჟოზე მოურინიუს გუნდი მე-5 ადგილზე დგას, რომელიც, „სიტის“ ევროსასჯელის გათვალისწინებით, ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა.

კორეელი სონის პირველი გოლი მისთვის 50-ე აღმოჩნდა პრემიერლიგაში. ინგლისის უმაღლეს ლიგაში ამდენი არასოდეს არცერთ აზიელ ფეხბურთელს გაუტანია.

დღის გვიან მატჩში, „ნიუკასლი“ მხოლოდ პირველ ტაიმში გაუძალიანდა „არსენალს.“ შესვენების შემდეგ კი „მეთოფეებმა“ მეტოქისგან ქვა-ქვაზე არ დატოვეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს და ბოლო ხუთ პრემიერლიგურ შეხვედრაში პირველად გაიმარჯვეს.

ინგლისი

პრემიერლიგა. 26 ტური. 16 თებერვალი

ასტონ ვილა - ტოტენჰემი 2:3

ბირმინგემი. „ვილა პარკი.“ 41 874

1:0 ალდერვეირელდი (9, საკ. კარში), 1:1 ალდერვეირელდი (27), 1:2 სონი (45+2), 2:2 ენგელსი (53), 2:3 სონი (90+4)

45+2 წუთზე სონმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

ასტონ ვილა: რეინა, კონსა, ჰაუსი, ენგელსი, ჟილბერი, დრინქუოთერი (ნაკამბა 60), ლუისი, ტარგეტი, ელ-ღაზი (ტრეზეგე 70), გრილიში, სამატა (ბასტონი 83)

მწვრთნელი: დინ სმიტი

ტოტენჰემი: ლორისი, ორიე, ალდერვეირელდი, სანჩესი, დევისი, უინკსი, დაიერი (ლო ჩელსო 60), ალი (ჟედსონი 83), სონი, ბერგვეინი (ვერტონგენი 90+6), მოურა

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: ჟილბერი (86), ნაკამბა (90+2)

არსენალი - ნიუკასლი 4:0

ლონდონი. „ემირეითსი.“ 60 188

1:0 ობამეიანგი (54), 2:0 პეპე (57), 3:0 იოზილი (90), 4:0 ლაკაზეტი (90+6)

არსენალი: ლენო, ბელერინი, მუსტაფი, ლუისი, საკა, ჯაკა, სებალიოსი (ტორეირა 82), იოზილი (უილოკი 90+1), პეპე, ნკეტია (ლაკაზეტი 85), ობამეიანგი

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

ნიუკასლი: დუბრავკა, როუზი, ლასცელი, ფერნანდესი (რიჩი 73), კლარკი (შერი 83), ლაზარო (ჰეიდენი 74), ბენტალები, ლონგსტაფი, სენ-მაქსიმენი, ალმირონი, ჟოელინტონი

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

მსაჯი: ლი მეისონი

გაფრთხილება: ჯაკა (9), საკა (82)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116285