ფეხბურთი

20:28 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" მარცხი თურქეთში

„დინამო ბათუმმა“ თურქეთში მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და „დნიპრო 1“-ს დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ გამარჯვება უკრაინელებს დარჩათ.

„დნიპრო 1“ დასაწყისშივე ტეილორმა დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე ხობლენკოს გოლით უკრაინელთა უპირატესობა გააიზარდა. გია გეგუჩაძის გუნდმა მსაჯის კომპენსირებულ დროში ვაკო თევდორაძის პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ წაგებას ვერ გადაურჩა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმელებს საკმაო რაოდენობის საგოლე მომენტები ჰქონდათ, მაგრამ მისი რეალიზაცია სათანადოდ ვერ მოახერხეს. აქვე გეტყვით, რომ "დინამო" მორიგ სპარინ შეხვედრას 19 თებერვალს უკრაინულ "დესნასთან" ჩაატარებს.

„დნიპრო 1“ – „დინამო ბათუმი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ტეილორი (19), 2:0 ხობლენკო (57), 2:1 თევდორაძე (90, პენ)

0.136219