ფეხბურთი

3:41 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგი" ლაღობს

გერმანიის ბუნდესლიგაში როგორც ჩანს, „ლაიფციგი“ „ვერცხლის სინისთვის“ ბრძოლას ბოლომდე აპირებს. იულიან ნაგელსმანის გუნდს დიდი მიზნები ამოძრავებს და ეს უკვე კარგა ხანია დაამტკიცა.

ცხადია, 22-ე ტურის მეტოქე, ბრემენის „ვერდერი“ საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ მორიგი სამი ქულა საქმეა და ეს „ლაიფციგმა“ ძალიან ადვილად მოიპოვა. პატრიკ შიკი ჩინებულ ფორმაშია, ჩეხი ფორვარდი მორიგი გოლით გამოირჩა და საგოლე პასიც შეასრულა. რედ ბულელებმა „ბაიერნს“ ორი ქულით გაასწრეს და მინიმუმ იქამდე, სანამ „ბაიერნი“ ამ ტურის მატჩს გამართავს ლიდერის პოზიციაზე დარჩება.

„გლადბახი“ ბოლო დროს არასტაბილური კი გახდა, მაგრამ მაინც ჩართული საჩემპიონო ბრძოლაში და „დიუსელდორფის“ სტუმრად განადგურების შემდეგ ხასიათი მოიკეთა.

საერთოდ, დიდი ბრძოლა და სიმჭიდროვეა სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში. „ლევერკუზენმა“ ბერლინში „უნიონი“ დაჯაბნა, რის შედეგადაც ოთხეულთან ხელის გაწვდენაზე იმყოფება.

„დორტმუნდმა“ პარასკევს ფრანკფურტის „აინტრახტი“ გააცამტვერა, ხოლო „ბაიერნი“ კვირას „კიოლნთან“ სტუმრად მოსინჯავს ძალებს და ლიდეის პოზიცის დაბრუნებას ეცდება.

„უნიონი“ – „ლევერკუზენი“ 2:3 (1:1)

გოლები: 1:0 გენტნერი (7), 1:1 ჰავერცი (22), 1:2 დიაბი (83), 2:2 ბატლერი (87), 2:3 ბელარაბი (90)

„აუგსბურგი“ – „ფრაიბურგი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 მაქსი (38), 1:1 ჰაბერერი (51)

„ლაიფციგი“ – „ვერდერი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 კლოსტერმანი (17), 2:0 შიკი (39), 3:0 მუკიელე (46)

„პადერბორნი“ – „ჰერტა“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბაიატა (10), 1:1 სრბენი (51), 1:2 კოლინსი (67, ა.გ)

„ჰოფენჰაიმი“ – „ვოლფსბურგი“ 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 ვეგორსტი (18, პენ), 1:1 ბაუმგარტლინგერი (45), 1:2 ვეგორსტი (52, პენ), 2:2 კრამარიჩი (60, პენ), 2:3 ვეგორსტი (71)

„დიუსელდორფი“ – „გლადბახი“ 1:4 (1:1)

გოლები: 0:1 ჰოფმანი (22), 1:1 ტომი (29), 1:2 შტინდლი (51), 1:3 შტინდლი (77), 1:4 ნეუჰაუ (82)

თეგებიბუნდესლიგა
0.11727