ფეხბურთი

1:53 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ მოიგო, მაგრამ პირველი ისევ „რეალია“

ბარსელონაში ჩასვლამდე „ხეტაფეს“ ზედიზედ ოთხი მატჩი მოეგო და ბურთიც არ გაეშვა.

„კამპ ნოუზეც“ არ გარჯილა ცუდად, ეპიზოდებში ჯობდა კიდეც მასპინძლებს, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა და მაინც დამარცხდა.

პირველ ნახევარ საათს ხოსე ბორდალასის გუნდი ყოჩაღად გამოიყურებოდა, გოლიც გაიტანეს, მაგრამ ნიომმა გატანამდე საჯარიმოში იუხეშა და მსაჯმა, ვიდეოარბიტრის დახმარებით, გოლი გააუქმა.

მერე დადგა ექვსწუთიანი მონაკვეთი, როცა „ბარსელონამ“ ფაქტობრივად, ყველაფერი დაამთავრა. ჯერ გრიზმანმა გახსნა ანგარიში მესის ჩინებული გადაცემის შემდეგ, მერე სერხიო რობერტომ გაამყარა მასპინძელთა უპირატესობა. შესვენებადე მესისაც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ სიზუსტე არ ეყო.

მეორე ტაიმში სტუმარი ხეტაფელები არ შედრკნენ, კვლავ ფლობდნენ უპირატესობას და ერთი საპასუხოც შეაგდეს. გოლი შეცვლაზე შესულმა ანხელმა გაიტანა.

„ხეტაფეს“ გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ორ ეპიზოდში კატალონიელთა მეკრე ტერ შტეგენმა ჩინებულად ითამაშა. რამდენჯერმე სახიფათოდ გრიზმანმა და მესიმაც შეუტიეს.

„ბარსელონამ“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და ქულებით ლიდერ „რეალს“ გაუთანაბრდა, თუმცა, ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით, პირველი ისევ „სამეფო კლუბია.“

ზიდანის გუნდი კვირას „სელტას“ მასპინძლობს და შესაძლოა, სამქულისნი უპირატესობა ისევ აღადგინოს.

„ხეტაფემ“ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტყუილად არ დგას მესამე ადგილზე.

ესპანეთი

პრიმერა. 24 ტური. 15 თებერვალი

ბარსელონა - ხეტაფე 2:1

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 80 409

1:0 გრიზმანი (33), 2:0 სერხი (39), 2:1 ანხელი (66)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სერხი, პიკე, უმტიტი, ალბა (ფირპო 22), ბუსკეტსი, არტური (რაკიტიჩი 75), დე იონგი, მესი, გრიზმანი, ფატი (ვიდალი 85)

მწვრთნელი: კიკე სეტიენი

ხეტაფე: სორია, ნიომი, ჯენე, ეჩეიტა, ოლივერა (კენედი 52), არამბარი, მაკსიმოვიჩი, ეტებო (ამატი 67), კუკურელია, მოლინა (ანხელი 52), ხაიმე მატა

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

მსაჯი: კუადრა ფერნანდესი

გაფრთხილება: უმტიტი (49), ფირპო (82), ფატი (85); ხაიმე მატა (73), კენედი (89)

მალიორკა - ალავესი 1:0

1:0 ერნანდესი (63)

32-წუთზე სევილიამ (მალიორკა) ვერ გაიტანა პენალტი

ვილიარეალი - ლევანტე 2:1

1:0 მორენო (9), 1:1 მაიორალი (56), 2:1 გომესი (61)

გრანადა - ვალიადოლიდი 2:1

0:1 გვარდიოლა (56), 1:1 პუერტასი (81), 2:1 ფერნანდესი (90+6)

0.115058