ჰოლადიის ერედივიზიონში გიორგი აბურჯანიამ ჩემპიონობისთვის მებრძოლ „ალკმაარს“ ფანტასტიკური ჯარიმა გაუტანა. 23-ე ტურში ჩვენებურის „ტვენტემ“ „აიაქსის“ მდევარი და მთავარი კონკურენტი მიმდინარე სეზონში, 2:0 დაამარცხა.
გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და 25-ე წუთზე ისეთი მოხდენილი ჯარიმით გახსნა ანგარიში, სტანდარტულის ბარე-ორ ოსტატს რომ შეშურდებოდა.
ქართველ ნახევარმცველს ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი მეორედ გამოიჩინა. „ტვენტეს“ რაც შეეხება, ენსხედელები 27 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან.