ფეხბურთი

13:06 | 15.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კალიარიმ" საკუთარ სამ გულშემატკივარს თამაშებზე დასწრება სამუდამოდ აუკრძალა

იტალიურმა „კალიარიმ“ საკუთარ სამ გულშემატკივარს მატჩებზე დასწრება სამუდამოდ აუკრძალა. ამის მიზეზი რასისტული შეურაცხმყოფელი შეძახილები გახდა.

სარდინიულმა გუნდმა გამოავლინა სამი პიროვნება, რომლებიც ბოლო სამი თვის განმავლობაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს გამუდმებით რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

შედეგად, უპრეცედენტო ზომები მიიღო და სამივე მათგანს „სარდენია არენაზე“ თამაშზე დასწრება სამუდამოდ აუკრძალა.

თეგებიკალიარი
0.117454