ფეხბურთი

1:54 | 15.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასი ბელგიის ჩემპიონატში! (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგის 26-ე ტურში „გენტმა“ სტუმრად „ეუპენი“უშერავათო ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა და გიორგი ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი საგოლე პასი შეასრულა.

იეს თორუპმა ძირითად შემადგენლობაში გიორგი ქვილითაია გაამწესა, რომელიც მოედანზე 68-ე წუთამდე იყო და მერე ადგილი ჩაკვეტაძეს დაუთმო. პირველივე ტაიმში ჯონათან დავიდმა დუბლი მიითვალა, რასაც მასპინძლებმა ანტრაქტამდე ასევე ორი გოლით უპასუხეს.

„გენტს“ 84-ე წუთზე ალესიო კასტრო-მონტესმა მოაგებინა, რომელმაც ფლანგური პასის შემდეგ თავით აიღო მეტოქის კარი. ბელგიელს იდეალური გადაცემა ჩაკვეტაძემ გაუკეთა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა საჯარომოში. გეტყვით იმასაც, რომ გიორგიმ მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე პასი მიითვალა (გოლი კი არ გაუტანია).

„გენტს“ 26 ტურის თავზე 52 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბრიუგეს“ 6 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113642