სხვა

0:29 | 15.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ყვარელი ახალი ლიდერია  

ქალთა უმაღლეს ლიგაში ყვარელმა 40-35 დაამარცხა ქარიშხალა და საქართველოს ჩემპიონატის ახალი ლიდერი გახდა. პეგასმა 37-22 მოუგო მამულს.

ქარიშხალას ცხრიდან 9 მოგება ჰქონდა, მათ შორის ყვარელთან, პირველ წრეში, 32-30. პირველი ტაიმი ფრედ მორჩა (19-19), მაგრამ მეორე ნახევარში ქვეყნის 2017 წლის ჩემპიონმა აჯობა 2018 წლის პირველობის გამარჯვებულს და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

დღეს კიდევ ერთი რევანში შედგა. პეგასს პირველ წრეში 23-27 ჰქონდა წაგებული მამულთან, დღეს კი 37-22 დაამარცხა, ქულებით დაეწია და მეშვიდიდან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

ჩემპიონატი გაგრძელდება 19-21 ნოემბერს სენაკში, სადაც ერთმანეთში ითამაშებენ სამტრედია, ფოთის ოქროს ვერძი, აჭარა და წყალტუბო პრომეთე. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს 2020 წლის ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 14 თებერვალი, მცხეთა

ქარიშხალა - ყვარელი 35-40

ქარ: არაბაჯევი - ი. ჩხაიძე 9, ა. ჩხაიძე 9, მ. ცინცაძე 7, ქ. ცინცაძე 6, ციცქიშვილი 2, ხმელაძე 2, კირვალიძე, რაზმაძე, კვეკვესკირი, სოლოღაშვილი, ოსიაშვილი

ყვ: ამონაშვილი - ქიტესაშვილი 18, თეთრაშვილი 9, სურამლიშვილი 6, თავღორაშვილი 3, სმოიანი 2, ტეტოშვილი 1, აფციაური 1, იოსებაშვილი, ქოჩორაშვილი

მამული - პეგასი 22-37

მამ: გორჯოლაძე - ე. ბერიკაშვილი 8, მურჯიკნელი 5, ველიჯანაშვილი 4, ჯოხაძე 3, ჩუხატურიანი 2, ქობალია, ბერიძე, ა. კოვზირიძე, მ. კოვზირიძე, ა. ბერიკაშვილი

პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი - ჩხაიძე 10, საბაშვილი 7, კორძაია 6, ტარტარაშვილი 6, ნეფარიძე 3, პაპუაშვილი 2, ე. მაკარაშვილი 2, ქ. მაკარაშვილი 1, ქებაძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

--------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-------ქ

ყვარელი------10---9---0---1---357-242--18

ქარიშხალა----10---9---0---1---299-258--18

სამტრედია-----7---4---0---3---131-127---8

ფოთი-----------7---3---1---3---138-122---7

პეგასი---------10---3---0---7---252-273---6

მამული-------10---3---0---7---219-267---6

აჭარა------------7---2---1---4---152-143---5

წყალტუბო-----7---0---0---7---106-222---0

გაგრძელდება 19-21 თებერვალს სენაკში

0.115725