ფეხბურთი

23:20 | 14.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: "2018 წელს "რეალს" უარი ვუთხარი"

გერმანული „ლაიფცგის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ 2018 წელს მადრიდის „რეალში“ გადასვლა შეეძლო, მაგრამ ესპანური გრანდი უარით გაისტუმრა.

„2018 წელს „რეალი“ მიწვევდა, მაგრამ უარი ვთქვი, ეს არ იქნებოდა სწორი ნაბიჯი ჩემი კარიერის განვითარებისთვის. ახლა კი, ჩემი იდეაა, რომ „ლაიფციგში“ ოთხი წელი დავრჩე“, - განაცხადა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, ნაგელსმანმა სახელი „ჰოფენჰაიმში“ მუშაობით გაითქვა, „რეალი“ კი იმ პერიოდში იწვევდა, როდესაც ზინედინ ზიდანმა გუნდი დატოვა, მერე კი „სამეფო კლუბი“ ხულენ ლოპეტეგმა ჩაიბარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112017