იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მირზა სხულუხია ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ ფინალს ვერ შესწვდა.
70 კგ წონით კატეგორიაში სხულუხიამ ჯერ ლიეტუველი არტემ აუგა ადვილად, 6:0 დაამარცხა, ხოლო შემდეგ იტალიელი ჯანლუკა ტალამოს 6:2 აჯობა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება ასე მოიპოვა.
ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ჩვენებური ფალავანი პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევს გაეჯიბრა და დაძაბულ ბრძოლაში 1:4 დამარცხდა. ბოლო წამებამდე ჩამორჩენა ერთქულიანი იყო, მაგრამ კონტრშეტევაში ორი ქულა მიიღო და საბოლოოდ 1:4 წააგო.
ამრიგად, მირზა ბრინჯაოს მედლისთვის გავა ხალიჩაზე. დღეს კი, საქართველოს კიდევ ერთი ნახევარფინალისტი ჰყავს. 97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძე რუს აბდულრაშიდ სადულაევს დაუპირისპირდება.