ფეხბურთი

16:07 | 14.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" სერბი ნახევარმცველი დაიმატა

ქუთაისის "ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს. იმერულმა კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის სერბი ნახევარმცველ ვანია მარკოვიჩი.

25 წლის სერბი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და კლუბთან კონტრაქტს ამის შემდეგ გააფორმებს.

"ტორპედოს" ახალწვეულმა კარიერა ბელგრადის პარტიზანში დაიწყო. 2012-დან 2017-წლამდე ის პოლონური "კორონას" ღირსებას იცავდა, საიდანაც 2017 წელს "ვარდარში" გადაბარგდა და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა, სადაც 5 მატჩი ჩაატარა.

გარდა მარკოვიჩისა, ქუთაისურმა კლუბმა გიორგი ივანიშვილიც გაიფორმა. 30 წლის ფეხბურთელი შვეიცარიის მოქალაქეა, რომელსაც შვეიცარიაში და პოლონეთში უთამაშია, მისი ბოლო კლუბი კი ბოლნისის "სიონი" იყო.

0.120823