თამაშგარე

10:15 | 14.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

დასურათხატებული ივანა ნადალი

ჩვენს მიერ თქვენს წინაშე ფოტოებით ესოდენ გულუხვად წარმოდგენილი დასურათხატებული ქალბატონი არგენტინელი მოდელი და ტელეწამყვანი ივანა ნადალია, რომელსაც ლეგენდარულ მეჩოგნესთან გვარის გარდა არაფერი აკავშირებს, სპორტთან კი კავშირები საკმაოზე მეტი აქვს.

ივანა ნადალი გაგიკვირდებათ და არგენტინაში მოდელის გარდა რაგბის მატჩების წამყვანობითაცაა ცნობილი და როგორც არგენტინული რაგბის ქომაგნი ამბობენ, მის მიერ წაყვანილი “პუმების“ შეხვედრები საინტერესო და იმდენად ამაღელვებელია, რომ ოვალური ბურთის გარდი-გარდმო მორბენალი ჯეელების თამაშის ცქერის გარდა, კაცს სხვა სურვილებსაც გაუჩენს.

რაც შეეხება ჩვენს მიერ უკვე ხსენებულ “დასურთახატებას“... ამ ბოლო დროს ივანას ტატუსმოყვარულთა სენი შეჰყრია და ერთობ პიკანტურ ადგილებზე ტატუების კეთებით ირთობს თავს. რაც მის ფოტოებზე თვალის ერთი შევლებით ჩანს ხომ კარგი, მაგრამ თქვენ ის უნდა ნახოთ, რაც დაფარულ არს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117274