თბილისის „საბურთალომ“ ესპანურ შეკრებაზე ბოლო სპარინგ მატჩი გამართა და სეგუნდა B დივიზიონის ბინადარ „ალკოიანოს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა საქართველოს 2018 წლის ჩემპიონის უპირატესობით წარიმათა და გამარჯვება არ გასჭირვებია - 3:1. თბილისელთა რიგებში გოლები გიორგი კოხრეიძემ, გაგი მარგველაშვილმა და გურამ გოშთელიანმა გაიტანეს.
„საბურთალო“ ესპანური შეკრებიდან თბილისში დაბრუნდება და 23 თებერვალს სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს, საქართველოს სუპერთასზე „დინამო თბილისის“ წინააღდეგ.