ფეხბურთი

17:32 | 13.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" თავდასხმის გასაძლიერებლად სამი ვარიანტი აქვს

კატალონიის „ბარსელონას“ შეტევის ხაზში ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს მძიმე ტრავმების შემდეგ სავალალო მდგომაროება დადგა. კიკე სეტიენის განკარგულებაში მხოლოდ სამი შემტევი ლიონელ მესი, ანტუან გრიზმანი და ანსუ ფატი დარჩა.

ამიტომაც კლუბი აქტიურად ეძებს კიდევ ერთ თავდამსხმელს, რომელიც მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება „კამპ ნოუზე“.

იმის მიუხედავად, რომ სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, „ბარსას“ ერთი მოთამაშის დამატება მაინც შეუძლია. კატალონელთა სამიზნეში აქამდე ვილიან ჟოზე იყო, მაგრამ „სოსიედადმა“ ფეხბურთელის გასხვისება გამორიცხა.

ახლა კი, ესპანური მედიის ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ სამ თავდამსხმელს აკვირდება. ლუკას პერესი „ალავესიდან“, ლორენ მორონი „ბეტისიდან“ და ანხელი „ხეტაფედან“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111421