ფეხბურთი

12:22 | 13.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" გია ცეცაძესთან კონტრაქტი გაწყვიტა

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა. კლუბმა ქართველ სპეციალისტს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატებებს უსურვა.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც “საბურთალოს” ესპანურ “ალკოიანოსთან” ელის, ამხანაგურ მატჩზე გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს.

თუ ვინ იქნება მომავალში “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანურ შეკრებიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ცეცაძე მანამ სანამ "საბურთალოს" ჩაიბარებდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებს წვრთნიდა, თუმცა აღნიშნული პოსტი იანვარში დატოვა და დედაქალაქურ კლუბს ჩაუდგა სათავეში, რომელთანაც 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. რა მიზეზიატ დაითხოვეს ქართველი სპეციალისტი, ჯერჯერობით უცნობია.

0.140195