ფეხბურთი

22:00 | 12.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

დანიელ კარიკო კორონავირუსის ეპიდემიის ქალაქის გუნდში გადადის

„სევილიას“ 31 წლის მცველი დანიელ კარიკო შესაძლოა ჩინურ „ვუჰან ჟალში“ გადავიდეს. Marca-ს ინფორმაციით, მხარეები ძალიან ახლოს არიან ტრანსფერი დახურვასთან და პორტუგალიელი მიმდინარე თვეში აზიაში გადაინაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ვუჰანში კორონავირუსის ეპიდემიაა გავრცელებული და საფრთხის მიუხედავად კარიკო სწორედ ამ ქალაქში აპირებს გადაბარგებას.

პორტუგალიელი „სევილიაში“ 2013 წლიდან თამაშობს და ლა ლიგის ეგიდით 89 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113241