კალათბურთი

20:30 | 12.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ლიგა ენდესას თვის MVP გახდა (+VIDEO)

„ბასკონიას“ კაპიტანი თორნიკე შენგელია ლიგა ენდესას თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ამ თვეში ორი თამაში ჩაატარა და მისი მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი 29 აღმოჩნდა.

თორნიკემ „უნიკახას“ წევრ ხაიმე ფერნანდესს (26.5 საშუალო კოეფიციენტი) და „მანრესას“ კალათბურთელ დავიდ კრავიშს (22) აჯობა. აღსანიშნავია, რომ ლიგა ენდესაში თებერვალში მხოლოდ ორი ტური ჩატარდა და თვის MVP-იც ასე ნაადრევად ამიტომ გამოვლინდა. მომდევნო ტური ესპანეთში 29 თებერვალსა და 1 მარტსაა დაგეგმილი, რამ ამ თვის მონაცემებში არ შედის.

შენგელიამ თებერვალი შესანიშნავად დაიწყო და „უნიკახასთან“ 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 25 მარგი ქმედების კოეფიციენტი მიითვალა, ხოლო შემდეგ „მონბუსთან“ 19 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 33 მარგი ქმედების კოეფიციენტი დააგროვა.

საერთო ჯამში თორნიკეს თვის შეფასება 29-ს გაუტოლდა და ხსენებულ ორ მატჩში საშუალოდ 17 ქულა, 7 მოხსნა და 3.5 პასი დააგროვა.

აქვე გეტყვით, რომ შენგელია ლიგა ენდესას თვის MVP ბოლოს 2018 წლის ოქტომბერში გახდა, ხოლო ორი დღის წინ ესპანეთის ჩემპიონატის წლის გიგანტი (საუკეთესო მოთამაშე) გახდა.

0.115473