კალათბურთი

17:58 | 12.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 13 ქულა განვითარების ლიგაში

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძემ. „ფორტ ვეინი“, სადაც 20 წლის ქართველი კალათბურთელი გამოდის, „მეინ რედ კლოსს“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 4 ქულიანი სხვაობით 119:123 დამარცხდა.

ბითაძემ პარკეტზე 38 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ქართველი ცენტრი დღეს კვლავ „ინდიანა პეისერსს“ დაუბრუნდება, რომელიც NBA-ს პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის და მორიგ შეხვედრას 13 თებერვალს, „მილუოკი ბაქსთან“ გამართავს.

0.12417