საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „დინამო თბილისის“ რიგებს ხოსე პერალესი დაუბრუნდა. ამის შესახებ დედაქალაქური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
პერალესი თურქულ შეკრებაზე გუნდთან ერთად ივარჯიშებს, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.
აღსანიშნავია, რომ ესპანელი კარის დარაჯი გასულ სეზონშიც „დინამოში“ თამაშობდა და ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი დატოვა, მაგრამ როგორც ხედავთ, ისევ დაბრუნდა.
პერალესმა „დინამოს“ ღირსება კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 35 მატჩში დაიცვა და 15-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა. სეზონის ბოლოს ლიგის საუკეთესი მეკარედაც დასახელდა.