ფეხბურთი

15:36 | 12.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ლეგენდარული ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. Cadena Ser-ის ინფორმაციით, იკერმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

კასილიასმა საამისოდ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები და ინსტიტუციურ სპორტულ ორგანოებს ამის შესახებ აცნობა.

კასილიასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის მოქმედ ხელმძღვანელ ლუის რუბიალესს გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში ვეტერანმა კიპერმა ვარჯიშზე გულის შეტევა გადაიტანა, რის გამოც ოპერაცია გაიკეთა. მას შემდეგ კი, მწვანე მინდორზე არ დაბრუნებულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11806