იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი აქვს. 55 კგ წონით კატეგორიაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ნუგზარმა მედლისთვის შეხვედრაში რუმინელი ფლორინ ტიტა ძალიან ადვილად, აშკარა უპირატესობით 9:0 დაამარცხა და კვარცხლბეკზე დადგომის ფულება მოიპოვა.
წურწუმიამ რომში მანამდე ავსტრიის სახელით მოასპარეზე სარგის გევორგიზიანი აშკარა უპირატესობით 8:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში იგივე ანგარიშით მოლდოველ არტიუმ დელანუს სძლია. ნახევარფინალში კი, რუს ვიტალი კაბალოევთან 2:5 დამარცხდა.
აქვე გეტყვით, რომ დღეს ფინალში ლევან არაბული იასპარეზებს (130 კგ). ხვალ ასევე ოქროს მედლისთვის იური ლომაძე (72 კგ), ხოლო ბინრჯაოს მედლისთვის ამირან შავაძე (60 კგ) იჭიდავებენ.