ჭიდაობა

20:28 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

იური ლომაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

იტალიის დედაქალაქ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს დელეგაციას მეორე ფინალისტი ჰყავს. 72 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის იური ლომაძე იჭიდავებს.

ქართველმა ფალავანმა საწყისი ორი შეხვედრა ბელარუს იური კანკუს და ხორვატ დომინიკ ეტლინგერს 11:0 აჯობა და ნახევარფინალში თურქ სელჩუკ ჯანს გაეჯიბრა, რომელთანაც ასევე არ გასჭირვებია - 7:0. შედეგად ფინალში გავიდა და ხვალ ოქროს მედლისთვის გერმანელ ფრანკ სტაბლერს დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ ნახევარფინალში დამარცხდა ამირან შავაძე (60 კგ) და შესაბამისად, ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის გავა ხალიჩაზე.

იქამდე კი, დღეს ბრინჯაოს მედლის შანსი ნუგზარ წურწუმიას აქვს (55 კგ), ხოლო ლევან არაბული ფინალში იჭიდავებს (130 კგ).

0.113527