კალათბურთი

20:44 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ტატუმი და იოკიჩი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში "დენვერის" ცენტრი ნიკოლა იოკიჩი, ხოლო აღმოსავლეთში "ბოსტონის" მსროლელი ჯეისონ ტატუმი აღიარეს.

გასულ კვირაში "ბოსტონმა" ოთხივე შეხვედრა მოიგო, ხოლო ტატუმი ერთი შეხვედრაში საშუალოდ 29.8 ქულას, 7.5 მოხსნას და 3.8 პასს აგროვებდა.

ნიკოლა იოკიჩის "დევერმა" სამივე მატჩი მოიგო. სერბი კი საშუალოდ ერთ მატჩში 27.3 ქულას, 14.3 მოხსნას და 8.3 პასს აგროვებდა.

0.116456