ფეხბურთი

21:43 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო: "ინტერიდან" კუპერის გამო წავედი, მორატიმ ის მამჯობინა"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ ლა ლიგის ვებგვერდთან საუბარში მილანის „ინტერიდან“ მადრიდის „რეალში“ გადასვლის პერიოდი გაიხსენა.

სამხრეთ ამერიკელი ფორვარდის განცხადებით, იტალია არგენტინელი მწვრთნელის ექტორ რაულ კუპერის გამო დატოვა, რომელიც კლუბის პრეზიდენტმა მასიმიო მორატიმ ამჯობინა.

„ინტერსა“ და ზოგადად ქალაქ მილანში კარგად ვიყავი, ყველა გულშემატკივრისგან უპირობო სიყვარულს ვგრძნობდი, მაგრამ მწვრთნელთან მუშაობის გაგრძელება, რომელიც გვყავდა, შეუძლებელი იყო. ერთხელ მასიმო მორატის ვესაუბრებოდი და ვუთხარი: „პრეზიდენტო, არ შემიძლია ამ მწვრთნელთან მუშაობა გავაგრძელო, ან ის გაუშვი, ან მე წავალ“. სამწუხაროდ „ინტერთან“ ჩემი ურთიერთობა ცუდად დასრულდა, მორატიმ კუპერი მამჯობინა.

იმ პრეზიდენტებს შორის, რომელიც მყოლია, ფლორენტინო პერესი არის ადამიანი, რომელთანაც დღემდე საუკეთესო ურთიერთობა მაქვს და ალბათ საუკეთესოც იყო, რომელთანაც მიმუშავია“, - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რონალდო „ინტერის“ ღირსებას 1997-2002 წლებში იცავდა და შემდეგ მადრიდის „რეალში“ გადავიდა, ხოლო ექტორ რაულ კუპერი იტალიურ გუნდს 2001-2003 წლებში წვრთნიდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ კუპერი მოგვიანებით საქართველოს ნაკრებშიც მუშაობდა.

0.117047