ფეხბურთი

17:43 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კლუბში არ მენდობოდნენ" - კლინსმანმა "ჰერტა" დატოვა

ბერლინის „ჰერტა“ იურგენ კლინსმანმა დატოვა. გერმანელმა სპეციალისტმა კლუბიდან წასვლა თავისი სურვილით გადაწყვიტა და განაცხადა, რომ ხელმძღვანელობისგან სათანადო ნდობა არ ჰქონდა.

„მუშაობისთვის საჭიროა ნდობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვი. ერთიანობა, თანხვედრა და კონცენტრაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქ ეს არ ყოფილა. არ შემეძლო ჩემი პოტენციალის სრულად ჩვენება მწვრთნელის რანგში, ამიტომ გადავწყვიტე გადადგომა“, - დაწერა კლინსმანმა ფეისბუქში.

აქვე გეტყვით, რომ ლეგენდარულმა გერმანელმა ბერლინური გუნდი გასული წლის 27 ნოემბერს ჩაიბარა, როდესაც ანტე ჩოვიჩი შეცვალა. „ჰერტა“ ბუნდესლიგაში ამ დროისთვის მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულითაა დაშორებული.

0.109385