ფეხბურთი

16:01 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: "კარგი იქნებოდა დე ლიხტი და დე იონგი შეგვენარჩუნებინა"

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მატეის დე ლიხტისა და ფრენკი დე იონგის დანაკლისზე საუბრობს. ჰოლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდისთვის და ჰოლანდიური ფეხბურთისთვის კარგი იქნებოდა ორივე რომ შეენარჩუნებინათ.

„უკეთესი იქნებოდა დე იონგი და დე ლიხტი 1-2 წლით კიდევ შეგვენარჩუნებინა. ასე აჯობებდა „აიაქსისთვის“ და ჰოლანდიის ნაკრებისთვის. მათთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე უფრო შორს წასვლაც შეგვეძლო, რადგან უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან“, - თქვა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსმა“ ფრენკი დე იონგი „ბარსელონაში“, ხოლო მატეის დე ლიხტი „იუვენტუსში“ გაასხვისა და ორივე ფეხბურთელის სანაცვლოდ ჯამში 150 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

0.112991