ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაშიზედიზედ მე-6 მარცხი განიცადა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი შინ „ბრუკლინ ნეტს“ დაუპირისპირდა და 1 ქულიანი სხვაობით 105:106 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში კვლავ არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება ქართველ ცენტრს. გოგა, რომელიც „პეისერსმა“ ჯი ლიგაში გაანათხოვრა და ორმაგი დუბლით გამოირჩა ნეიტ მაკმილანის განაცხადში იყო, თუმცა „ბრუკლინთან“ შეხვედრაში არ უთამაშია.
„ინდიანას“ რიგებში საუკეთესო კვლავ დომანტას საბონისი იყო. 23 წლის კალათბურთელმა პარკეტზე 37 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 10 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და სამმაგი დუბლი გაიფორმა.
ორმაგი დუბლით კი „ბრუკლინის“ 2 კალათბურთელი სპენსერ დინვიდი და დენდრე ჯორდანი გამოირჩნენ.
ზედიზედ 6 მარცხის შემდგომ ნეიტ მაკმილანის გუნდს 31 მოგების საპირისპიროდ 23 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას კი 13 თებერვალს, „მილოუკი ბაქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.