თამაშგარე

9:00 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კისლინგის აფერისტობა მისმა ცოლმაც დაადასტურა

ამ სამი წლის წინ როდესც გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მობურთალმა, შტეფან კისლინგმა საფეხბურთო კარიერა 34 წლის ასაკში დაასრულა, პირი მოაღო და საჯაროდ აღიარა, რომ მწვრთნელებს გამუდმებულად ატყუებდა და არასოდეს ასრულებდა მათ მიერ დაწესებულ სპორტულ ნორმატივებს.

როგორც აღმოჩნდა, შტეფანს სახლში ატანდნენ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც ზომავდა სპორტსმენი თუ რამდენ კილომეტრს დარბოდა საშუალოდ და შტეფანს რაკი ბევრი სირბილი ეზარებოდა, ეს მოწყობილობა ხშირად მის მეუღლეს ნორინა კისლინგს ედო ჯიბეში და ამ გზით ხდებოდა მწვრთნელების მოტყუება.

ახლა, როდესაც ამ ამბიდან საკმაო დრო გავიდა, ნორინა კისლინგიც აღიარებს მომხდარს და ამბობს, რომ რაკი ბავშვობიდან სპორტული ცხოვრების წესით ცხოვრობს, მისთვის ათეულობით კილომეტრის დაფარვაც კი ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამას როგორც უკვე ვთქვით მაიმუნისერთი ზარმაცი მობურთალი სათანდოდ იყენებდა და ასე არიდებდა თავს მომქანცველ კროსებს.

0.12082